თამთა მეგრელიშვილი პრეზიდენტის შესახებ: „უკვე მერამდენედ, ამ ქალის გამო, ქართული სახელმწიფო უხერხულობას ვერ მალავს საკუთარი ხალხისა თუ დიპლომატიური წარმომადგენლების თვალში“

81

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან თავის შეკავებას გამოეხმაურა.

„საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ უფლება-მოვალეობებს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთით, რაღაცის სანაცვლოდ ახორციელებს. მას ამ დრომდე არ მიულოცავს ილჰამ ალიევისთვის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს, დილით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაურეკა ალიევს და მიულოცა ხელახლა არჩევა. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ცნობს ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს, პატივს არ სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და საკუთარ თავს საქართველოს პრეზიდენტის რანგში. უკვე მერამდენედ, ამ ქალის გამო, ქართული სახელმწიფო უხერხულობას ვერ მალავს საკუთარი ხალხისა თუ დიპლომატიური წარმომადგენლების თვალში“, – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.