დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ილჰამ ალიევისთვის მილოცვის დაგვიანებასთან დაკავშირებით: „საქმე რაღაც “დაპაუზებულ” შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან“

100

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან თავის შეკავებას გამოეხმაურა.

„ყველას გვახსოვს “ნაცების” მესამე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შარშანდელი განცხადების „აბიჟნიკური” ტექსტი – ქვეყანაში ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა იყო ჩამოსული და, მე არა თუ არ შემახვედრეს, ამაზე არც გამაგებინესო… აზრი არ ჰქონდა იმის ახსნას, რომ ვიზიტი სამუშაო (!) იყო და ეხებოდა მთავრობოთაშორის საკითხებს და არა პეპლების პოპულაციას ვაშლოვანის ნაკრძალში.

დღეს კი, უბრალოდ ვხვდებით, რომ საქმე რაღაც „დაპაუზებულ” შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან. სხვა განმარტება მე არ მაქვს. ამ წუთას დავასრულე ერთ აზერბაიჯანულ გამოცემასთან ინტერვიუ. შეკითხვაზე, თუ მაინც რატომ იქნა საჭირო შარშან ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციირება, თუნდაც, ეს უკანასკნელი მაგალითი მოვიყვანე, რასაც გაოგნებული გაგებით მოეკიდნენ…“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.