“უწყვეტ რეჟიმში გრძელდება როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდა”, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
„განვლადობა არის უზრუნველყოფილი. ასევე, ინტენსიურად და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა მუნიციპალურ გზებზე. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით მოსულ თოვლს, თუმცა აქაც არის პროგრესი და, ტემპიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი პროგრესია დაგეგმილი“, – აღნიშნა ქარსელაძემ.