„ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, სადაც სურს რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს მოუწევს წასვლა მოსკოვში თვითონ და „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “მოამბე“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ განცხადებების მერე მამუკა ხაზარაძის ფორდ- მუსტანგს დამწვარს, ოღონდ ამჯერად უკვე სირცხვილისგან, არჩევნებში მიღწეული შედეგების გამო.

„რის იმედით ამბობენ, რომ უმრავლესობაში მოვლენ? მამუკა ხაზარაძე რომ დაწერს, 36 კვირა დარჩა ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში წასვლამდეო, ეს არის იმის საფუძველი რომ იფიქრონ, თითქოს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვთ? გაივლის ეს 36 თუ რამდენი კვირაც დარჩა, მე არ ვითვლი, მამუკა ხაზარაძე ითვლის თავის კრახამდე დარჩენილ კვირებს და საათებს და ვნახავთ, რომ ამ 36 კვირის მერე ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, იქ, სადაც სურს რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს მოუწევს წასვლა მოსკოვში თვითონ და იმ „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება, ამას თუ გულისხმობს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ განცხადებების მერე მამუკა ხაზარაძის ფორდ-მუსტანგს დამწვარს, ოღონდ ამჯერად უკვე სირცხვილისგან, არჩევნებში მიღწეული შედეგების გამო.  რის იმედად ამბობენ ამას, არ ვიცი, იმედია, რაღაც გამოკითხვას ატარებენ, რეალობა იციან, შეგუებულები არიან და თავის ამომრჩეველს ატყუებენ“, – განაცხადა დავითულიანმა.