პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლას ეხმაურება.

“დონალდ ტრამპის დღევანდელი გამოსვლა კონგრესში იყო პრაგმატული, პატრიოტული და რეალისტური გეგმის მატარებელი, რამაც დემოკრატების დაუფარავი პროტესტი გამოიწვია. მან დაიცვა ამერიკელი მუშების უფლებები, ტრადიციული ღირებულებები და ეროვნული ინტერესები. ნაცვლად იმისა, რომ გლობალისტურ ელიტებს ემსახურებოდეს და სხვა ქვეყნების პრობლემებზე ფული ხარჯოს, აშშ-მა საკუთარი ძალისხმევის ფოკუსირება თავისი სიძლიერის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის გაძლიერებაზე უნდა მოახდინოს – ძლიერი ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის, ამერიკის ინტერესების დაცვისა და გლობალური მშვიდობის მიღწევის მიზნით.

ეკონომიკაში – მექსიკისა და კანადის საქონელზე 25%-იანი ტარიფების შემოღების გზით.

ნავთობისა და გაზის მოპოვების ზრდა ამერიკას მისცემს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, შეამცირებს საწვავის ფასებს მოქალაქეებისთვის და გაანეიტრალებს რუსეთის, ჩინეთისა და ოპეკ-ის ზეწოლას.

ეროვნული უსაფრთხოების კუთხით – საზღვრების დაცვა და იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება.

უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით: აშშ-ის “უსასრულო ომებში” ჩათრევას წერტილი უნდა დაესვას. ტრამპის გადაწყვეტილება, შეაჩეროს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, ნიშნავს არა კიევის “ჩაბარებას”, არამედ მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას, რაც ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს.

ჩინეთთან არა კონფრონტაციის, არამედ ჯანსაღი კონკურენციის პოლიტიკა, რაც საგრძნობლად შეამცირებს ამერიკის დამოკიდებულებას ჩინეთზე და ხელს შეუწყობს შიდა წარმოების გაძლიერებას.

სოციალურ პოლიტიკაში – ტრადიციული ღირებულებების აღდგენა: “არსებობს მხოლოდ ორი სქესი”, და ტრამპი არ დაუშვებს ბავშვების იდეოლოგიურ ხრწნას სკოლებში. ეს არ არის “ლგბტ უფლებების დარღვევა”. ეს არის ოჯახის ინსტიტუტისა და ბიოლოგიური რეალობის დაცვა და გაძლიერება.

ტრანსგენდერი სპორტსმენების მონაწილეობის აკრძალვა ქალთა შეჯიბრებებში – ეს არ არის დისკრიმინაცია. ეს არის ქალთა სპორტში სამართლიანობის დაცვა.

კრიტიკული რასობრივი თეორიის აკრძალვა სკოლებში – ეს არის ბრძოლა მემარცხენე იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომელიც ბავშვებს ასწავლის საკუთარი ქვეყნის სიძულვილს.

სახელმწიფო მმართველობა, აგებული ბიუროკრატიის რეფორმირებაზე – სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ამერიკას ახალ სიმაღლეებზე აიყვანს. მასკი ამ ბიუროკრატიული სისტემის ნაწილია არა როგორც “კარიერული პოლიტიკოსი”, არამედ როგორც მდგრადი ლიდერი და ინოვატორი.

და რაც მთავარია: “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” – აშშ აღარ იქნება “მსოფლიოს ფინანსური სპონსორი”. ევროპამ, უკრაინამ თუ ტაივანმა თავიანთ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნონ. ეს არ არის მათი იზოლაციონიზმი. ეს არის გონივრული პოლიტიკა, რომელიც ამერიკელ ხალხს პრიორიტეტს ანიჭებს.

აშშ უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ არ უნდა ერეოდეს ყველა საერთაშორისო კონფლიქტში. ტრამპის პოლიტიკა გულისხმობს რუსეთთან მოლაპარაკებებს, ჩინეთთან კონკურენციასა და საკუთარი რესურსების დაცვას”, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.