“ფაქტია, რომ გახარიასა და მისი გუნდის წევრებს მოკლე მეხსიერება აქვთ. ფსკერია, როცა გახარიას თოჯინა (პოლიტიკური) სხვას კაცობაში ჩაჭრილს უწოდებს. გახარიას ნარკოტესტის ამბავი გახსოვთ? გახარიამ ნარკოტესტი ქვეყნის გარეთ გაიკეთა, ნევროლოგ მუჰამედ ბაღეისთან. თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი სანდოობა – როგორ შეიძლება, ნევროლოგი, რომელიც ფსიქიკურ აშლილობას მკურნალობს, ნარკოტესტს აკეთებდეს?!” – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის – ნათია მეზვრიშვილის მიერ კახა კალაძესთან დაკავშირებით “ფეისბუკის” გვერდზე დაწერილ პოსტს.
“კალაძისგან განსხვავებით, გახარია კაცობაში არაერთგზის ჩაჭრილი, პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანია, რომელმაც ქვეყანას და საკუთარ გუნდს, არც მეტი, არც ნაკლები, მელიას გამო უღალატა“, – წერს დავით ჩიხელიძე.