ექსპერტი ნინო ფოჩხუა გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერის – ნათია მეზვრიშვილის მიერ კახა კალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

“მეგონა, გუშინდელი დღის მერე, ეს ქალი ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა. არ დარჩენილა ოპოზიციაში კაცი, რომ არ ეგინებინა და საშინელი სიტყვებით არ შეემკო ადეიშვილის გამოზრდილი ყოფილი პროკურორი. მაგრამ როდის ჰქონია ასეთი წარსულის ადამიანს თავმოყვარეობა?! აი, ახლაც, კახა კალაძეს მიადგა. ამას გახარია, ეტყობა, მართლა კაცი ჰგონია. ყველას გვახსოვს გახარიას გავლილი ნარკოტესტი კარდიოლოგთან და კიდევ ბევრი სხვა… ასე რომ, კორუფცია, ჭორიკნობა და კაცობაში ჩაჭრა საკუთარ უფროსთან მოიკითხოს”, – წერს სოციალურ ქსელში ნინო ფოჩხუა.

ცნობისთვის: დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა: “მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავიარო ნარკოლოგიური შემოწმება. გახარია ხომ არ ვარ, გავიქცე და დავიმალო?!”