“სასაცილოზე მეტია, გახარიას გუნდიდან ვინმე ხმას რომ ამოიღებს და კახი კალაძეს კაცობაში ჩაჭრილსა და ჭორიკანას უწოდებს… კაცობაში ჩაჭრილზე, მოღალატესა და გუნდისთვის ზურგში დანის ჩამცემზე თუ ვინმე გახსენდება, პირველ რიგში, გახარიაა”, – ასე ეხმაურება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წვერი ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერის – ნათია მეზვრიშვილის მიერ კახი კალაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
“ხოლო, რაც შეეხება მის გუნდს, ჭორიკნები არიან სწორედ, აბა, პოლიტიკოსად რომელს მოიაზრებს ადამიანი?! ჰო, მართლა – მათ ვერც “კრეატივს” წაართმევ: ნარკოტესტი სად და ვისთან უნდა გაიკეთო? – უცხოეთში, რა თქმა უნდა, ოღონდ, აუცილებლად – კარდიოლოგთან…“ – წერს სოციალურ ქსელში ლევან ნიკოლეიშვილი.