„დაყადაღდა ხუთი ორგანიზაცია, ესენი გახალავთ: ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი, „ფროსფერითი“, „ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილია“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. ამან უკმაყოფილება გამოიწვია ოპოზიციის სპექტრში, რადგან ეს ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ეს სახელმწიფო მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე შესაბამისად რეაგირებს“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.

„აღნიშნული ფონდები ცალსახად მონაწილეობდნენ იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რასაც მომიტინგეები სჩადიოდნენ. კერძოდ, ეს ფონდები აფინანსებდნენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ანტიკანონიერი ქმედებებით უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს, მათ შორის, ისროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ა.შ. ეს ფონდები ხელს უწყობდნენ საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებას, რადგან მათ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადიოდა, ჯარიმებს უფარავდნენ“, – აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.