„დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით„ქართული ოცნების” სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის ჩასმა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

 

“ამ ადამიანებს არანაირი იდეოლოგიური, მორალური და  შინაარსობრივი კვეთაც კი არ ჰქონდა T „ქართულ ოცნებასთან“. ნარკოპოლიტიკის კუთხით მიიღეს ლიბერალური სიგიჟე და დღეს პასუხისმგებლობას იხსნიან. საუბრობენ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ საკითხის მოგვარება. არადა რეალურად ეს ადამიანები იყვნენ პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე.

ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა დაიწყო კვირიკაშვილმა და გააგრძელა გახარიამ. ლუდომანია და ნარკომანია ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემაა. უპასუხისმგებლო ადამიანები მივიდნენ სხვადასხვა უწყებებში და მართვის პროცესში მიიღეს ლიბერალური სიგიჟის კანონები, რომლებმაც დღეს კატასტროფული შედეგი მოუტანა ქვეყანას.

დღეს არსებულ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე არაქმედითი და უუნარო კანონი სხვა არ არსებობს. აუცილებელია პროცესის დარესტარტება. წარმოიდგინეთ პირველადი გასინჯვის მიზნობრივი ჯგუფი 15 წლიდან 13 წელზე ჩამოვიდა. ქალბატონებში ნარკოტიკული ნივთიერებებისმოხმარების სტატისტიკა მამაკაცთა სტატისტიკასგაუთანაბრდა, სკოლის ასაკზე დაიწია ნარკოტიკულინივთიერებების მოხმარებამ და გავრცელებამ.

კანონმდებლობის მიღების დროს ჩვენ უნდაგამოვიდეთ მენტალობიდან, ხასიათიდან, სოციუმიდან და არა ნიდერლანდელი ახალგაზრდისხედვიდან.

ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზატორი უნდაგაუთანაბრდეს მკვლელს. დაუყოვნებლივ  უნდაამოქმედდეს რესოციალიზაციის პროგრამა, რაშიცჩაერთვება განათლების კომპონენტი და პროცესიგახდება შექცევადი,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.