„ახლა გადავამოწმე და ვნახე, რომ  როდესაც ადვოკატი შეუშვეს ბესიკ ხარძიანთან 2011 წლის 17 აპრილს, გარდა იმისა, რომ იყო კვირა დღე, იყო ბზობის დღესასწაული და ასეთ დღეს, როგორც წესი, არავინ მუშაობს”, – განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  სოზარ სუბარმა.

“გამოდის, რომ ადვოკატი ციხეში შეუშვეს უკანონოდ, კანონის დარღვევით და ხარძიანს გადასცა რაღაც დანაბარები, როგორც ეს საქმის მასალებიდან ჩანს. კიდევ ვიმეორებ: ბზობის დღესასწაულზე, როგორც წესი, ადვოკატებს მინდობილობის გასაფორმებლად არ სცალიათ და ციხეში არ შედიან, თუ, რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს არ ეხება.

მართალია, ჩვენ ვიცით, რომ ხარძიანს სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ადვოკატისთვის ეს ცნობილი არ იყო, როგორც თავად ამბობს. ეს მართლა საოცრებაა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.