ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკას“ წყარომ იმ ადამიანების სავარაუდო უკანონო შემოსავალზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგრეთ წოდებულ მცველებად წარმოაჩენენ თავს.

ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მსხვილი დონაციები „სოროსის ფონდს“ აქვს გაკეთებული. “რეალური სივრცის” წამყვანს, ნინო ზაუტაშვილს 2020-2024 წლებში, ხელფასის გარდა, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული აქვს 152 ათას 407 ლარი და 960 დოლარი. “რეალური სივრცის” თანამშრომელმა, გურანდა გოგოჩაშვილმა 2024 წელს მიიღო 71 ათას 899 ლარი; 2022-2024 წლებში მან ასევე მის თანამშრომელს, ტუხა კვინიკაძეს, რომელიც რეგისტრირებულია ინდმეწარმედ, 69 ათას 312 ლარამდე თანხა გადაურიცხა. ამავე გადაცემის კიდევ ერთ თანამშრომელს, თამარ მშვენიერაძეს სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული აქვს 167 ათას 937 ლარი. მშვენიერაძეს 2021-2025 წლებში საკუთარ ანგარიშზე შეტანილი აქვს ნაღდი ფულიც – 78 ათას 630 ლარი.

ამავე ინფორმაციით, ლაშა ტუღუშს აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაცია და მას 2022 წლიდან მიღებული აქვს 484 ათას 102 ლარი.

„ქრონიკა“ თემაზე მუშაობას განაგრძობს და ცდილობს, მხარეთა პოზიციები მოიპოვოს.