„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეექვსე სხდომაზე მოწვეულმა ლაშა ქოიავამ რომელიც 2008 წელს სახმელეთო ჯარების ცალკეული სამედიცინო ბატალიონის (საველე ჰოსპიტალი) უფროსი გახლდათ, განაცხადა: საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტი – 8 აგვისტოს დილის 6 საათი ვერ შედგა, რადგან მოვიდა მითითებები, ჟურნალისტებს დავლოდებოდითო”, – წერს „ხალხის ძალის წევრი თამთა მეგრელიშვილი.
“ბოლოს ჩამოვიდა სატვირთო მანქანა ტრიბუნით, დროშებით და საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებითო.
რასაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეექვსე სხდომაზე ლაშა ქოიავასგან ვისმენთ, არის მძიმე და შესაფასებლად მოღალატეობრივიც კი, რადგან ლაშა ქოიავამ ამხილა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საბრძოლო მოქმედება 7-8 საათის დაგვიანებით მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მისთვის დროშები და ტრიბუნა მიეტანათ.
ლაშა ქოიავამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პიარისთვის გაწირა ქართული ჯარი და იქ მცხოვრები მოსახლეობა.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წლის ომის თემაზე კიდევ ბევრი რამ გამოიკვეთება და ფაქტებით დადასტურდება, მიხეილ სააკაშვილის მიერ ომამდე როგორ გაიყიდა 2008 წლის ომი“, – წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.