ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მმართველი გუნდი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„პატივცემულო ხელისუფალნო, მოქმედების დროა, მოღალატე “ნაცპოლიტიკანები” არათუ პოლიტიკაში, არამედ გისოსებს მიღმა უნდა იყვნენ! ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია ეს დაკვეთა აქვს.

მესმის, რომ რაღაც ეტაპზე საგარეო კონიუნქტურის ტყვენი ვიყავით.

დასრულდა ის დრო და მადლობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ ღირსება არ დაკარგა ჩვენმა სახელმწიფომ!“, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.