ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, რომელშიც სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილ უფროსი, მამუკა ყურაშვილი აცხადებს: „რაც უნდათ, ის ისროლონ. ვერაფერს დაგვიშავებენ“.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი გენერლები – ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი სამხედრო ფორმაში გამოწკეპილები მივიდნენ, რაც, ჩემი აზრით, მათი სცენარის ნაწილი იყო, რომ ამით კომისიასა და ტელეაუდიტორიაზე ზეგავლენა მოეხდინათ. დარწმუნებული ვარ, კომისიაზე მათ ის თქვეს, რისი თქმაც “იქიდან” დაავალეს. ხომ ყველას გვახსოვს 7 აგვისტოს ყურაშვილის ცნობილი გამონათქვამი – “ცხინვალში დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა”; ახლა მოუსმინეთ მის განცხადებას 4 აგვისტოს. ესაა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ გამოიყვანეს კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა და, ფაქტობრივად, გაწირეს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.