„სენატის კომიტეტზე ე.წ. მეგობარი აქტის მიღებით აღფრთოვანებას ოპოზიცია-ენჯეოელიტისა და მათ მიერ მოტყუებულთა უინტელექტო მასაში ცივი წყალი უნდა გადავასხა”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე „მეგობარი აქტის“ შესახებ.

“უპირველესად: დასხედით და წაიკითხეთ ეგ აქტი? ისემც რა გითხარით! კითხვა არ გაგიჩნდათ, რაში სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს სადმე სანქციების დასაწესებლად სპეციალური კანონი? ტრამპს დღესვე შეუძლია, ნებისმიერ ქვეყანას დაუწესოს სანქციები სურვილის შემთხვევაში. შესაბამისად, რას გკარნახობთ ლოგიკა? (სად გაქვთ, თორემ) – უილსონის თეატრი პოლიტიკური ზეგავლენის მიზნით.
აქტი კანონად რომ იქცეს, ჯერ უნდა მიიღონ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პროფილურმა კომიტეტებმა, მერე – ორივე პალატამ, შემდეგ წარედგინოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. იცნობთ ამერიკის პრაქტიკას ამ ვადებთან დაკავშირებით? ისემც რა გითხარით.

დაპირებები, რომელიც აქტში უილსონმა დაჯღაბნა, წაიკითხეთ და გააანალიზეთ? ისემც რა გითხარით, თორემ, თვითონაც ხომ გაგეცინებოდათ. რაიმე კონკრეტული დაპირება შეგიძლიათ გვითხრათ, გარდა ზოგადი დეკლარაციული ფრაზებისა, როგორიცაა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში შესაძლო დახმარება, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო განხილვა (აქ ისემც უილსონს რა ვუთხარი, ტრამპის პოლიტიკის ფონზე ვიზალიბერალიზაცია შესაძლებელი არ იყოს საქართველოსთან, საერთოდ). მაგრამ ბრიყვების მოსატყუებლად წავა და თქვენ ხომ ბრიყვებით მანიპულირებთ.

ყველაზე სასაცილო იმ აქტიდან – დაევალოს USAID-ს, 90 დღეში წარმოადგინოს წინადადებები, როგორ დაეხმარება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასო.
ჯერ ერთი, საწყალმა უილსონმა, ეტყობა, არ იცის, ფულში რომ იხრჩობა აქ ელიტარული ენჯეოსექტორი და იქით დაეხმარება ან, შეიძლება, ზუსტად ეგ გათვლა აქვს. მეორეც: სანამ ეგ აქტი კანონად იქცევა (თუ იქცევა როდესმე), იქიდან კიდევ 90 დღე დაამატეთ; იმდენი ხანი USAID საერთოდ იარსებებს, ან საქართველოში დასახარჯი ფული ექნება?
თაღლითების კორპორაცია ხართ საკუთარი მფარველებიანად“, – წერს სოციალურ ქსელში დავით ჩიხელიძე.