ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს – მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საუბარი ასევე შეეხო სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებს, მათ შორის, იმ მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას, რომლებიც საერთო ინტერესებზე დაყრდნობით ხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, რაც ორი ქვეყნის სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და სხვადასხვა მიმართულებით გააფართოებს.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მასიმილიანო დ’ანტუონოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

https://www.youtube.com/watch?v=ls9bpY4ukuk&t=5s