„მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი (მტკიცებულებებით დადასტურებული) პოლიტპატიმარი იყო. ის 2004 წლის მარტში “სამსახურებრივი გულგრილობის” მუხლით დააკავეს”, – წერს პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.
“მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ “მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება” და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება – “გაუსვლელობის ხელწერილი” ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის ნებართვა მისცა!..
ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა.
მოგვიანებით კი მისი საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ქალი, შეთითხნილი ბრალდებით, თავად აღმოჩნდა ციხეში. ეს, იმ პერიოდში, ნაცმოძრაობის მიერ სასამართლოს დამორჩილების მორიგი მკაფიო მესიჯი იყო…
ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მარტს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ!“, – წერს სოზარ სუბარი “ფეისბუკის” გვერდზე.