“მინდა გამოვეხმაურო 31 მარტს. ეს, თავისთავად ცხადია, არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღე და თქვენ წარმოგიდგენიათ პუტჩის აქტიური მონაწილე, პუტჩის “გამპრავებელი”, სალომე ზურაბიშვილი, ამ ყველაფერს აანონსებს”,  – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

“საშინელებაა, როდესაც ზვიადის იდეური მტრები, ხვალინდელ 31 მარტს, ამას აკეთებენ. ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცუდი იქნება თქვენი მხრიდან ამ ფარსში მონაწილეობა. ზვიად გამსახურდიას, მიხეილ სააკაშვილი ეძახდა სადამ ჰუსეინს – ეს ყველაფერი არსებობს, არის ინტერნეტსივრცეში და ეს დადასტურებულია.

სალომე ზურაბიშვილი, ეს მავნებელი ქალბატონი, მთელი თავისი პოლიტიკური არსებობის მანძილზე, მეუღლესთან ერთად, რომელიც იყო მისი შვილის ნათლია, ზვიად გამსახურდიას აძაგებდა. ეს ქალბატონი არ უნდა მოინათლოს და ვერ მოინათლება პატრიოტად, ეს ჩემი შეხედულებაა, დანარჩენი, უკვე თქვენზეა დამოკიდებული”, –  აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.