საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო 2022 წლის 1 თებერვლიდან 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
“დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2025 წლის 1-ელ ივლისამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;რეფერალური მომსახურება – გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.