„რამდენიმე თვის წინ „ოცნებამ“ აქტიური პროპაგანდა დაიწყო „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ და საქართველოს მოსახლეობას, პროპაგანდისტული მედია საშუალებების დახმარებით, აძლევდა იმედს, რომ დამარცხდებოდა „დიფ სთეითი“. ჩვენ მაშინაც ხუმრობით და იუმორით ვამბობდით, რომ შეიძლება გავიდეს გარკვეული პერიოდი და „ოცნებამ“ თავად აღიაროს, რომ თურმე ტრამპიც „დიფ სთეითი“ ყოფილა და ჩვენი ლიდერიც ამბობდა, ამაზე ალბათ ყველა ერთად ვიცინებთო”, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ.
“ვურჩევ „ოცნებას“, მოდი შეეშვან ამერიკის „დიფ სთეითთან“ ბრძოლას. პირველ რიგში, საკუთარ „დიფ სთეითს“ მიხედონ. თუ „დიფ სთეითი“ არის რომელიმე ქვეყანაში, ეს პირველ რიგში, არის საქართველო, სადაც ოფიციალური პირები, მინისტრები, მთავრობის მაღალჩინოსნები არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებენ და სწორედ ჩრდილოვანი კაბინეტი, რასაც რეალურად წარმოადგენს „დიფ სთეითი“, მართავს ამ ქვეყანას.
ამიტომ, თუ „დიფ სთეითი“ სადმე დასამარცხებელია, ეს პირველ რიგში, არის დასამარცხებელი საქართველოში, ივანიშვილის მეთაურობით არსებული „დიფ სთეითი“, რომელიც ანგრევს ამ ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს და ამიტომ ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „დიფ სთეითი“ საქართველოში დავამარცხოთ. როგორღაც ტრამპი თავად დალაგდება იქაურ „დიფ სთეითთან“,-განაცხადა გიორგი შარაშიძემ.