„სულხან თამაზაშვილი არის ძალიან გამოცდილი კადრი და დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ის იქნება ძალიან წარმატებული და ეფექტიანი“, –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას.

„მას ძირითადად ჰქონდა გამოცდილება სამართალდამცავ სტრუქტურებში, შსს-ში და იყო ძალიან წარმატებული ამ პოზიციებზე, მათ შორის, ბოლოს იყო ქალაქ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან უნარებს.

მან ყველა საქმეში გამოავლინა ის, რომ არის ძალიან წარმატებული მენეჯერი, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანი, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ის საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ჰქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.