პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის მიერ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ შემდეგ განცხადებას უპასუხა: „თუ არ მეშლება, ივანიშვილი, ასევე, საფრანგეთის მოქალაქეა. თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, შესაძლოა, მიღებულ იქნას რაღაც ზომები”.
„ეს არის პოლიტიკური კანიბალიზმი და მაროდიორობა, რომლის უკანაც „დიფ სთეითი“ დგას. ბატონი გალერი “დიფ სთეითის” სპიკერი რომ არის, ეს უკვე მათი ძალიან სერიოზული ტრაგედიაა, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ძალიან მოხვდათ ის, რომ საბჭოთა კავშირს შევადარეთ და ეს სიმართლეცაა, ვინაიდან მათი მენტალიტეტი არ სცდება საბჭოთა მენტალიტეტს და ისინი, როგორც ჩანს, ჩეკისტების სახელმძღვანელოებით მოქმედებენ. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი ზუსტად 9 აპრილს დამარცხდა საქართველოში და „დიფ სთეითიც“, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არის დამარცხებული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.