„მარცხენა ვიდეოში ბერლინია (გასული წლის დეკემბერი). კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარა”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
“გერმანიის პროკურატურა თავისუფლების 2 წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ, მას, გერმანულმა სასამართლომ, ექვსი თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა.
მარჯვენა ვიდეოში თბილისია (ასევე გასული წლის დეკემბერი).
რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ვიდეო დამკვრელი
00:00
00:00