„კომპანიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა ჭიათურელების მიმართ და ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ წლებია, იგი ამუშავებს ზარალიან კომპანიას“, – განაცხადა „CMC-ის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თემურ ხონელიამ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საუბრისას.

„საუბარი არ არის 1 და 2 მილიონ ზარალზე. საუბარია ათეულობით მილიონ ზარალზე. ამ პირობებში, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, არ მიგვაჩნია სწორად, რომ კომპანიას მეტი წნეხი ჰქონდეს შექმნილ სიტუაციაში და გამოსავალზე არ ვფიქრობდეთ. ეს საკითხი უფრო მეტად მორალურია, ვიდრე სამართლებრივი და შესაბამისად მიგვაჩნია სწორი მიდგომების განვითარება.

მნიშვნელოვანია, ჩიხური სიტუაცია იქნას სწორად გაანალიზებული იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში ავითარებდა ჭიათურის მიმართულებით.

კომისიის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მთელი რიგი განცხადებებიც გააკეთა და მიმდინარეობს ოპტიმალური ვერსიების შემუშავება სიტუაციის გაჯანსაღებისა და სტაბილიზაციის კუთხით“, – განაცხადა თემურ ხონელიამ.