“თავდადების შანსი რომ მოგეცემა ცხოვრებაში ერთხელ – ანუ, არჩევანის გაკეთება “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა” და “სახელოვან სიკვდილს” შორის და შენს უაზრო სიცოცხლეზე რომ გააკეთებ ფსონს, ესეც “ელემენტარულია?”, – პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

“ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდით და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო “მერიქიფეების” როლს ასრულებ სიამოვნებით – აზრადაც არ მოგსვლია “თავდადება” გამოგეჩინა?

გუბერნატორი რომ ხარ, ზაზა გოროზია, თუ ლადო ვარძელაშვილი და სახელმწიფო მანქანებით რომ ემსახურებით გენერლებს: ჩობანსა და ბორისოვს, რომელთა პირდაპირი თუ ირიბი თანხმობით ახლა ანწუხელიძეს აწამებენ და კლავენ – ყელი გამოგეჭრათ მათთვის იქვე მანქანაში, ან ერთობლივი სადილის დროს ციანიდი ჩაგეყარათ საჭმელში, გამართული რუსულით სადღეგრძელოების თქმის მაგივრად, აზრადაც არ მოგსვლიათ?

გენერალი ჩობანი, პრეზიდენტ სააკაშვილის ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციაში დასასვენებლად შეყვანის მაგივრად, რატომ არ “ჩააძაღლე” და ლუციფერის ბანაკიდან, ჯვარცმული ავაზაკისა არ იყოს, დღეს ხომ “წმიდა მოწამეთა” დასში მოგიხსენიებდით?

ეს თქვენი ფაშისტების მომსახურეთა შთამომავალი კუდიანი დედაკაცი კი დააოკეთ, გირჩევთ. თორემ, რაც გენერალ ჩობანს დააკელით, ზუსტად ის არ აცდება!“, – წერს დავით ქართველიშვილი.