„მოხარული ვარ ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან დღევანდელი შეხვედრით”, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ “X-ში”.
“უნგრეთსა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობას ეფუძნება.
ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში დივერსიფიკაციისა და რეგიონალური სტაბილურობის მიმართულებით განაგრძობს წინსვლას.
ვაფასებთ საქართველოსთან მეგობრობას და ვრჩებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იდეის ერთგულნი“, – წერს ვიქტორ ორბანი.