ჩვენთვის, დივერსიფიკაციაზე რომ ვსაუბრობთ, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მაქსიმალურად გადანაწილებული და მაქსიმალურად ბევრი ქვეყანა წარმოდგენილი, ბევრი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, რათა საბოლოო ჯამში ჩვენ შევკრათ ისეთი სურათი, რომ ყველა ამ ქვეყნის ინტერესი იყოს ის, რომ საქართველოში არასდროს არავინ არ “გაისროლოს”, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა “POSTV-ის” ეთერში “დიდ გადაცემაში”.

„ანაკლიის პორტში იქნება ძალიან ბევრი ოპერატორი, სხვადასხვა ქვეყნის. კი ვამბობთ ჩვენ, რომ დაუშვათ ეს პორტი რა თქმა უნდა თავშივე არის გამიზნული იმისთვის და გათვლილი იმისთვის, რომ ძირითადად ჩინური ტვირთები გამოვიდეს, გაატაროს და უერთდება და მიუერთდება, მაგრამ ამაში არაფერი არ არის ცუდი, ჩვეულებრივად ჩინური ტვირთვები წამოვა, გავა ევროპაში და ასევე სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული, ვისაც მოუნდება იქ ოპერირება, სხვადასხვა ოპერატორებიც იქნება, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები, აზერბაიჯანიც“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციებზე, რა თქმა უნდა ჩვენს ინტერესებშია, რომ ევროპული და ამერიკული კომპანიებიც შემოვიდნენ. აუცილებლად შემოვლენ, მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვჭირდება ჩვენ. ჩვენ უკვე ავირჩიეთ ეს პოლიტიკა, რომ ჩვენ ვართ ღია ქვეყანა, ჩვენ მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით სხვა ქვეყნებს, იმისთვის, რომ გახსნან ბიზნესი, წარმოებები და ა.შ.  ისარგებლონ იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, რომელოც ჩვენს ქვეყანას აქვს.

ახლა ვუბრუნდები ისევ ჩინეთს, ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა ევროპელებისთვისაც, ჩინეთი და ევროპა დღეს ამ სატარიფო ომების პირობებში პირდაპირ ვერ ვაჭრობენ, პირდაპირ ვთქვათ. ძალიან ბევრი საწარმოს გადმოტანა შეიძლება საქართველოში ე.წ. „Made In Georgia-ს” სერტიფიკატის აღებით. ეს აწყობს ევროპასაც და ჩინეთსაც“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.