“რომ ბრძანეთ, საქართველოს პარლამენტში უნდა განხილულიყო კონფერენციის ჩატარება-არჩატარების საკითხიო, ერთადერთი კომიტეტი, სადაც ეს იყო განხილული, იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. მას პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, რა თქმა უნდა, ესწრებოდა და იქ არათუ რაიმე წინააღმდეგობა იყო, არამედ, მწვანე შუქი აუნთეს იმ კონფერენციის ჩატარებას”, – განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხობს.

„როდესაც თქვენ ამბობთ, აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს და ვინ – არა, არაერთხელ ითქვა და ქალბატონმა თეამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო იმ ადამიანმა, ირაკლი კობახიძის სახით, რომელსაც არანაირი ბრალეულობა არ ჰქონდა მიღებულ შედეგებზე. თქვენ დღესაც აღნიშნავთ აქ პროცესები როგორ წარიმართა, და მოინდომეთ პირიქით – პრემიერ-მინისტრობა.

საზოგადოებამ რომ იცოდეს, გადაწყვეტილება სად იყო მიღებული – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, სადაც ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი, რომელიც ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, ესწრებოდა, და მან მწვანე შუქი აუნთო ამ ღონისძიების ჩატარებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.