პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას მიმართა და კორექტულობისკენ მოუწოდა. დეპუტატის მიმართვა გიორგი გახარიას რეპლიკას მოჰყვა, როდესაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის – თენგიზ შარმანაშვილის ვინაობით დაინტერესდა.
„ბატონი თენგიზ შარმანაშვილი არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ის 1989 წლის 9 აპრილის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხელმძღვანელობდა ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის.
ასეთი იაფფასიანი “ტრიუკები” “TV პირველში” გამოიყენეთ, ან – თქვენს “სტაფერებთან”, და სხვა დროს იცოდეთ ხოლმე, როგორ ისაუბროთ ადამიანებთან”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.