პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 83 ხმით, პარლამენტის წევრად იოსებ ჯორბენაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, იოსებ ჯორბენაძე პარლამენტის გამოკლებული წევრის, პაატა სალიას ადგილმონაცვლეა.

პაატა სალიას, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 აპრილის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.