ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის – დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

“სააკაშვილის კარის რეჟისორი, მისგან ორდენებით, პრივილეგიებით გაჯერებული დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი. ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა. კონტრაქტის უხეშ დარღვევებამდე არავინ “დევნიდა” ამ ნაცჯამბაზს.

დოიაშვილს რამე იაფფასიანი მორიგი ვოდევილი რომ დაედგა და სცენიდან გაეკრიტიკებინა ხელისუფლება და ამის გამო მოეხსნათ, არადემოკრატიული ნამდვილად იქნებოდა, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე ტანჯულის მანტიის მოსხმა კი სრული ნაგვობაა.

საქმეც ის არის, რომ დავით დოიაშვილი იმ მარგინალ უნიჭოთა ნაცპლეადაშია, რომლებსაც ხელოვნების ენაზე, ალეგორიული ნაშრომებით არ შეუძლიათ მთავრობის განსჯა; ისიც ქუჩის უდონო აქტივისტების ნიშაშია ჩაქვავებული”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.