„დღეს ვართ ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არავითარი დაფინანსება, რომელსაც აღარ აქვს თავისი უდიდესი ქონებიდან არაფერი“, – განაცხადა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს მწერალთა კავშირში განვითარებული მოვლენების განხილვა მიმდინარეობს.
“ისეთი ქონებაც კი წაგვართვეს, რაც, ისტორიულად, დიმიტრი ყიფიანის დანატოვარი და მისი შვილიშვილის ნაჩუქარი იყო ქვიშხეთში, სადაც გაიზარდა თაობები და ჩვენ მიერ აშენებული შენობები იყო.
ქართულ მწერლობას და მწერალთა კავშირს გამოვყოფ იმიტომ, რომ მწერალთა კავშირი იყო ორგანიზაცია, რომელიც ეროვნულ ცნობიერებაზე იყო დაფუძნებული და არსებობდა რამდენიმე ახალგაზრდა ლიბერალი მწერალი, რომლებიც ჩვენთან არ შემოვიდოდნენ რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი – იმიტომ, რომ ისინი ფანტასტიკურად ფინანსდებოდნენ, და მეორე – იმიტომ, რომ მათთვის ღიმილისმომგვრელი იყო სიტყვა აღმაშენებელი, თამარ დედოფალი და დიდი ქართული მწერლობის ისტორია”, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.