“ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები (საქართველოსთვის), მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა – წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება”, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

“დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს (და არ გამოგვივიდა), მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ცნობისთვის, საქართველოსთვის სანქციები დაწესებული აქვთ ბალტიის ქვეყნებს: ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს; ასევე პოლონეთს, ჩეხეთსა და გერმანიას. ევროკავშირს გარეთ ფინანსური სანქციები დააწესეს გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა.