„ძალიან მაგარი საქმე კეთდება. ხელისუფლებამ დაიწყო ნანულას და ნანუნალასნაირების ანუ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი ფონდების ხელმძღვანელთა ოჯახების ჩხრეკა“, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რომელიც რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.
„ჯერ ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ეს ნახევარუჯრედიანი, უწიგნური აგენტ-ავაზაკები. საიდან ამდენი მილიონის ქონებები? მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ღალატის ხარჯზე!
ას ამდენს იყვნენ დაპირებულნი პატრონები, ოღონდაც ამ ბანდას სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინა, შემდეგ კი საქართველო ომში ჩაებათ და გაენადგურებინათ.
ამიტომაც, დროა, შეწყდეს ამ მოღალატე-ვიგინდარათა პარპაში და მშვიდობა ნახოს საქართველომა.
სრული მხარდაჭერა ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისათვის მიმდინარე სამართლიან, პრინციპულ და უთანასწორო ბრძოლაში.
საქართველოს მოღალატეებისა და მტრების ფეხქვეშ ქართული მიწა უნდა დაიწვას”, – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.