ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე, რომელიც “ნაცმოძრაობის” რეჟიმმა 14 წლის ასაკში დააკავა, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას მის მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში აფასებს.
“ნანული ჟორჟოლიანს ვუსმენდი, – რომც დამიჭირონ, რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებ, ისტორია მრავალფეროვანი გამიხდებაო. ხო, არა? კარგია – “ოცნების” აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა. თან რამდენად უსინდისოები არიან, ხმამაღლა რომ ამბობენ ამას. აბა, მათი რეჟიმის ციხეში ჩაჯდომაზე გაიწიონ ასე თამამად”, – წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.