“ტურზიმის სფეროში გვაქვს კარგი მონაცემები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 8.3%-ით გაიზარდა.

„ტურიზმი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგი და გარდა ამისა, ტურიზმის არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და მოხარული ვართ, რომ ამ სფეროშიც გვაქვს დადებითი დინამიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.