საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა „ნაცმოძრაობის“ მიერ მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მან მისი ცემის ფაქტი გაიხსენა.
„მე შეხვედრა მქონდა შემსრულებლებთან, მათ ვუთხარი: მე თქვენი ინტერესი არ მაქვს, რომ ციხეში წახვიდეთ, იმიტომ, რომ თქვენ ბრძანება გქონდათ და შეასრულებდით. პროკურატურაში შევხვდი ამ ბიჭებს, მოვიდნენ, ბოდიში მომიხადეს, – ვიცოდით, რომ ოდესღაც პასუხს ვაგებდით ამაზეო. მე მათ ვაპატიე, იმიტომ, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები. კოდუამ დაიბარა კაბინეტში და ჩემი ჩანთიდან ამოღებული ფულიდან 10 ათასი დოლარი ამომიღეს და იქიდან მისცა 500-500 დოლარი – ბიჭებს დაურიგა. თავდასხმის დროს იარაღი წაიღეს, 10 ათასი დოლარი თანხობრივად წაიღეს და ძვირიანი ბეჭედი მქონდა, 5-კარატიანი იყო ბრილიანტი და წაიღეს“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.