„მეგობარი აქტი“, სინამდვილეში, არის აბსოლუტურად მტრული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელის მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა. როგორ შეიძლება, „მეგობარი აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული?! ეს არის მტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში “დიფ სთეითმა” სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ამ ორიოდე დღის წინ. ჯერ კიდევ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს “დიფ სთეითს”. ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში, დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არიან ადამიანები, რომლებიც არა პრეზიდენტ ტრამპის, არამედ “დიფ სთეითის” გავლენის ქვეშ არიან და ასეთია, მაგალითად, ჯო უილსონი.
„ის არის თავიდან ბოლომდე “დიფ სთეითი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მას „დიფ სთეითზე“ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვების ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.