„ფეისბუკის“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„გამოფენის წინ რომ “ნიკორაა” იქ შევედი რაღაცები უნდა მეყიდა. დავიძარი სალაროსკენ და უცებ გაივსო იქაურობა, დადგა დიდი რიგი. მიახლოებით 20 ახალგაზრდა ჩემ წინაა, შემოდიან და  შემოდიან, ჯიბეებში ან ხელში აქვთ  ევროპული ქვეყნების  დროშები, დგანან რიგში, უკვე შეჩვეული ვარ ხოლმე ამათ სახეებს და ნული რეაქცია, ვარ ჩემს ფიქრებში. ჩემ წინ დგას ორი გოგო, იმდენად ნელა მიდიოდა რიგი, უკვე ავღელდით, დავიწყეთ – რატომ არ არის მეორე მოლარე? მხოლოდ ერთი სალარო მუშაობდა, მოკლედ, უკვე გამოვფხიზლდი,  უცებ ამ დროს , ჩემ წინ მდგომი ორი გოგონადან ერთ-ერთის ტელეფონზე “სმს-ი” მოსდის, მეორე უცებ ეუბნება – აჰა ხო გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო ეს ეუბნება, 200-იო ის პასუხობს, მერე რა სახე გაქვს ვერ გავიგე , ნობელის პრემიას ელოდებოდი ერთ დღეშიო? მერე უკვე მათი  რიგიც მოვიდა, აიღეს  ორ-ორი სიგარეტი, წყალი, იუგურტი და გავიდნენ. სხვებიც ძირითადად იგივეს ყიდულობდნენ – თხილეულს, გამომცხვარ ხაჭაპურებს. მერე დავაკვირდი – რიგი ნელა იმიტომ მიდიოდა, რომ სიგარეტს მოლარე მეორე სალაროდან იღებდა.

მოკლედ,  რა ფულს ხარჯავს ევროპა,  “საღოლ”, თუმცა მათაც გასათეთრებელი აქვთ რა,  არაა ცუდი ფული 200 ლარი დღეში ხო იცი. თუმცა აქაურებს აშკარად ეცოტავათ, ეგეც ფაქტია”, – წერს ირმა ხახუტაიშვილი.