ვფიქრობ, რომ საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, შეინარჩუნა მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები, რაც კოვიდის შემდეგ კატასტროფულად იყო დაცემული და ეს იყო ლოგიკურიც, რადგან ჩაკეტილი იყო საზღვრები და ა.შ.”, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა “POSTV-ის” “დიდ გადაცემაში” განაცხადა.
“ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, 2022 წლის შემდეგ, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველ წელს, ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმის ფონზე ხდებოდა, რომ კოვიდი და სრული რეცესია იყო, გაჩერებული იყო ეკონომიკა. ახლა, რა თქმა უნდა, ამას უკვე ვეღარ დააბრალებ.
2024 წელი იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ წარმატებული იყო ჩვენი ეკონომიკური გუნდის ის სწორი პოლიტიკა, რომელიც ავირჩიეთ და სიტუაციამ, რომელიც ჩვენს რეგიონში ხდება, დამატებითი შესაძლებლობები მოგვცა, რასაც ძალიან კარგად ვიყენებთ”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.