“მეგობარი აქტი” ფაქტორად ვერ შემოვა იმხელა თემაში, რასაც ჰქვია აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების, ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულებაა აქედან, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ორ ფეხზე ვდგავართ და ამ გადასახედიდან, დღეს რომ შეგვიძლია ასე ვილაპარაკოთ, ძალიან თამამად და ამაყად ვეუბნებით ნებისმიერ ქვეყანას, მის ხელისუფლებას: გაგვარკვიეთ ურთიერთობებში – გადატვირთეთ ეს ურთიერთობები.
ჩვენ თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ, ხმამაღლა, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ ჩვენ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და მერე ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში. როდესაც მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, როგორც მინიმუმ, დუმილის სახით, ამასთან დაკავშირებით, დღეს შეგვიძლია, რომ თამამად ვილაპარაკოთ და ვლაპარაკობთ ამაზე, ჯერ კულისებში, შემდეგ – საჯაროდ.
მათ შორის, კულისებში ნალაპარაკევზე ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, განსაკუთრებით, წინა ადმინისტრაციის პერიოდში და არავინ იფიქროს, რომ ამ ადმინისტრაციის პერიოდში რამე ისეთი იყო, რისი გამხელაც არ შეიძლება. მაგრამ, წინა ადმინისტრაციის შემთხვევაზე ყველაფერი რომ ვილაპარაკოთ, ალბათ, წითელ ხაზებს გადავცდებით, რაც უკიდურესად დამაზიანებელია და ამას არ ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვთქვით”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.