პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილიპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიუნხენის საერთაშორისოკონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, სალომე ზურაბიშვილის მისამართითგაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილსააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროდ პირველად არ ხდება ის ფაქტი, რომსალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაჟღერებული და გაკეთებული განცხადებებიშემდგომ დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ჩვენს ქვეყანას“.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმავე თამაშს თამაშობს, რასაც მიხეილ სააკაშვილი.

                                                                                                  ეს არ არის პირველი შემთხვევა. ახლა უკვევისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომსალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილსააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს უწევს თუ ასრულებსგარკვეულ როლს ამ თამაშში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.