“დღეს, სალომე ზურაბიშვილმა არც მეტი, არც ნაკლები – საქართველოს პატრიარქი მოკლა!!!”, – ასე აფასებს კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი  სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, პატრიარქსა და ეკლესიაზე გაკეთებულ განცხადებას.

“დიახ, მოკლა!!! ცოცხალი პატრიარქი იმქვეყნად გაისტუმრა და უკვე ახალ არჩევნებს ატარებს, თანაც ვიმედოვნებ, რომ ეკლესია მოახერხებს პროევროპელი პატრიარქის არჩევასო და არა პრორუსისო…ეკლესიაში “კომპლექსური” მდგომარეობაა და ეს დიდწილად პატრიარქის სისუსტით არის განპირობებულიო…. კითხვის ავტორსაც ფაქტიურად დაეთანხმა, რომ თითქოს დღეს ეკლესია პრორუსულია…

სააკაშვილის შეწყალება და კონსტიტუციის დარღვევა კი არა, წარმოუდგენელი რაღაც იკადრა!!! უბინძურესი ფორმით შეეხო ჩვენს ეკლესიას და ეს არ არი ვიღაც ავადმყოფი ნატა ფერაძე!! ეს გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა!!! ლონდონში, მთელი მაოფლიოს გასაგონად!!!

ვიცით, რომ მისი პატრონები ოცნებობენ პატრიარქტის გარდაცვალებაზე! ჩვენი ეკლესიის გახლეჩვაზე! დაქვემდებარებაზე! იმის გაკეთებაზე, რაც უკრაინაში გაუკეთეს ეკლესიას!

დღეს გათქვა ყველაფერი ამ უსამშობლო, ურელიგიო, ამორალურმა არსებამ! ამ ქალის ადგილი საქართველოში არ არის!!! ის ქვეყანაში ვეღარ უნდა დაბრუნდეს!!!”,- წერს ვატო შაქარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.”