„საგარეო უწყებაში ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები ბრძანდებოდნენ, სადაც მათ ოფიციალურად გადაეცათ საქართველოს მთავრობის შეშფოთება“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, დიპლომატთა ზედაპირული განმარტებები საკმარისი არ არის და საჭიროა მკაფიო დამოკიდებულება.
„უკრაინის ხელისუფლება რომ “სპეკულაციურ” კამპანიაშია ჩართული საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ, ამ კამპანიის ნაწილია ადეიშვილის ევროპული ვოიაჟები, გასაგებია, თუმცა ბუნდესტაგმაც და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებასა და მაღალი დონის შეხვედრების მონაწილეობას შეიძლება მოჰყვეს – ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობა.
ისიც გასაგებია, რომ ზოგიერთი ევროპელი დეპუტატი ღიად, დაუფარავად ცდილობს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და სუვერენიტეტის შეურაცხყოფას, რაც მათ გამოსვლებში გამოიხატება ხოლმე, თუმცა ამ დროს საჭიროა, მკაფიოდ გაემიჯნოს ევროკავშირის ელჩი და არ დატოვოს სივრცე ინსინუაციებისთვის!“ – წერს ქადაგიძე.