“თებერვალში, აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მყარად გაიზარდა საწვავისა და საცხოვრებლის ფასების ზრდის ფონზე, რაც მიუთითებს ინფლაციის გარკვეულ მდგრადობაზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს ფედერალური სარეზერვო ბანკის საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი შემცირება ივნისში”,- ინფორმაციას სააგენტო “Reuters-ი” ავრცელებს.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასულ თვეში გაიზარდა 0.4%-ით. თებერვლამდე 12 თვის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3.2%-ით გაიზარდა.

ინფლაცია იანვარში გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მომსახურების მიმწოდებლების მიერ წლის დასაწყისიდან ფასების მატებით, რაც ეკონომისტების თქმით, სრულად არ იყო გათვალისწინებული აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყენებული მოდელით.

საკვებისა და ენერგიის არასტაბილური კომპონენტების გამოკლებით, გასულ თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა.