,,პარადოქსია, რომ კეზერაშვილი ამერიკას უჩივის – ადამიანი, რომელიც თაღლითობასთან ასოცირდება და მხილებულია ევროპის მასშტაბით, კონკრეტულ, სავარაუდო დანაშაულებში”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

“ლოგიკურად იკვეთება ის, რომ მას არც აქამდე უნდა ჰქონოდა ამერიკაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, თუმცა კარგია, როცა წერტილი დაესმება ხოლმე კრიმინალების გადაადგილების შესაძლებლობას. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები დასრულდება არა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ, არამედ პირიქით, კრიმინალის ინტერესების საზიანოდ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.