ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ხუთი მოსამართლის მიერ “ვეტინგის” სისტემის მხარდაჭერის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ქვემოთ ჩამოთვლილი, სამოხელეო თანამდებობაზე მყოფი ეს ადამიანები დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგნი არიან!
ესენია:
1. სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი;
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური;
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე;
4. თელავის რაიონული სასამართლოს უვადო მოსამართლე მამუკა წიკლაური;
5. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი.

მე არ ვიცი, როგორ არჩევენ ესენი საქმეებს!
მე არ ვიცი, როგორი სამართლიანი განაჩენები გამოაქვთ!
მე არ ვიცი, ამ ქართული სახელმწიფოს მოსამართლეებად წოდებულებმა თუ იციან, ვინ იყვნენ: ფარნავაზი, ვახტანგი, დავითი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, პატარა კახი, ილია, კირიონი, მერაბი, ზვიადი, ჟიული, გიორგი ანწუხელიძე…
მაგრამ ერთი კი ნათლად დავინახე: სამწუხაროდ, ამ მოსამართლეებად წოდებულთათვის (!)
უცხოა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო!
უცხოა დამოუკიდებელი ქართული სამართალი!
უცხოა დამოუკიდებელი ქართული სასამართლო!
ამათ არ იციან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ისეთი უძირითადესი ატრიბუტები, როგორებიცაა:
საკანონმდებლო! აღმასრულებელი! სასამართლო! სახელისუფლებო შტოები!

ასეთებისათვის მთავარია, უცხოეთიდან ვინ დაუქნევს ხელს და გადმოუგდებს გრანტს!
ასეთი უსამშობლოები მართლა არ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში!
ასეთების მხრებზე მართლა უნდა იწვოდეს და კიდეც იწვის (თუ მიხვდებიან!!!!) დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სასამართლოს მანტია!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.