„გვახსოვს,  ევროპარლამენტარების მათ შორის, კუბილიუსის, ფოტიგას პირდაპირი მოწოდებები – გნებავთ ევროკავშირში? მაშინ, ნება იბოძეთ და უკრაინის მსგავსად მოიქეცით“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ჩვენ არაერთ გამოსვლაში გვითქვამს, რომ ჩვენი სურვილი თავიდან არ ყოფილა ცალკე პარტია დაგვეფუძნებინა და ამიტომ დავტოვეთ „ქართული ოცნების“ რიგები. მაშინ ჩვენ ვთლიდით, რომ ქვეყანას სჭირდებოდა, ვინმეს სიმართლე ეთქვა პარლამენტიდან და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებას ეს უნდა დაეჯერებინა, რადგან რეალობას არასწორად ანუ დეზინფორმაციით, გაუკუღმართებულად აწვდიდნენ მათ.

მაგალითად, მეორე ფრონტს ასაღებდნენ, როგორც ევროპულ ღირებულებას, თითქოს შესაძლებლობის ფანჯარა გაიღო, მაგრამ ამ ფანჯრიდან რა მოდიოდა ამაზე არავინ საუბრობდა.

ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ სწორედ პოლიტიკოსებს და პარლამენტის წევრებს. ამის შემდეგ დადგა საჭიროება, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოგვეყალიბებინა იმიტომ, რომ საზოგადოებაში უფრო მეტი სტატუსით შევსულიყავით ამ სიმართლით. მაშინ, მედიის კითხვაზე შევქმნიდით თუ არა პარტიას, ვამბობდით, რომ საჭიროებიდან გამომდინარე იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული იმიტომ, რომ  ჩვენ ვიცით, უამრავი პარტია (დღეს 250-მდეა), რომელიც იქმნება და მერე ქრება, ან ერთკაციანია, ან ის კაციც აღარ არის უკვე  და რეალურად არავის არ ახსოვს ის პარტია.

ამიტომ, ჩვენ ჯერ საქმე გავაკეთეთ და შესაბამისად, ცნობადობის და მხარდაჭერის პრობლემა ჩვენს პოლიტიკას არ აქვს. მხოლოდ ამის მერე ჩავთვალეთ საჭიროდ პარტიის დარეგისტრირება. იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნოდ, ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას სტატუსი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე საზოგადოებრივ მოძრაობას. არცერთ შემთხვევაში, ამ პოლიტიკაში სხვაობა არ იქნება, პირიქით, უფრო გავამძაფრებთ და მასშტაბურს გავხდით საზოგადოებასთან ურთიერთობას, მაქსიმალურად ჩავრთავთ მათ ამ ურთიერთობებში, უკვე პარტიის სტატუსიდან გამომდინარე – მიზნებს, რაზედაც გვქონდა საუბარი; ამ რეჟიმის გასამართლება, იმ შემთხვევაში თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს, აუცილებლად საგამოძიებო კომისიის და ზოგადად გამოძიების დაწყება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სიმართლის თქმას საზოგადოებისთვის, ამას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ, უკვე პარტიის სტატუსიდან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.