ანალიტიკოსი გია აბაშიძე, უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ინიცირებას და “ვეტინგის” თემის დახურვას, სოციალურ ქსელში აფასებს.

“მიმდინარე კვირიდან ფსევდოებსა და რევანშისტებს კონვულსიების ახალი სტადია დაეწყებათ – ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის ინიცირება და “ვეტინგზე” მტკიცე უარი.

რასაკვირველია, იქნება ნაცმარგინალთა უშინაარსო კაკაფონია, თუმცა უსამშობლო გრანტისტების უარგუმენტო “პროტესტი” საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას არ აინტერესებს”, – წერს გია აბაშიძე.